ღია სტუდია - ნინო ევგენიძე: პანდემია აჩენს შანსებს, რომლის გამოყენება აუცილებელია
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების აზრით, პანდემიის შედეგები უახლოესი 3-5 წელი დარტყმის ქვეშ დააყენებს მსოფლიო ეკონომიკის განვითარებას. ამის გარდა, პანდემიის შედეგად, გაიზრდება სოციალური უთანასწორობა და უახლოესი 5-10 წლის მანძილზე შესუსტება გეოპოლიტიკური სტაბილურობა.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის ნინო ევგენიძის აზრით, საქართველოში ეკონომიკური პრობლემები პანდემიამდე შეიქმნა, როცა ძალიან შემცირდა ქვეყანაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების რაოდენობა. პანდემიამ კიდევ უფრო გაართულა ვითარება და ეს პირველ რიგში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს შეეხო.
ნინო ევგენიძის თქმით, პირდაპირი უცხოური ინვერტიციების გარეშე, ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდება. უცხოელი ინვესტორებისთვის მომხიბვლელობის გაზრდისთვის კი აუცილებელია საგადასახადო წნეხის შემცირება, სასამართლო სისტემის გათავისუფლება, სახელმწიფო საწარმოების პრივატიზაცია, ბიუროკრატიის შემცირება და ამერიკასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების განახლება.
„პანდემია აჩენს შანსებს, რომლის გამოყენება აუცილებელია“ – ამბობს ნინო ევგენიძე, რომლის აზრითაც, მთელი ეს პერიოდი ბიზნესი საქმის კურსში არ იყო, თუ რას გეგმავდა ხელისუფლება პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, რათა თავადაც რეალობის გათვალისწინებით გადაწყობა მოეხერხებინა.
სტუმარი: ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: