ღია სტუდია - ნიკოლოზ ვაშაკიძე - სავარაუდოდ, უკრაინაში საქართველოს ელჩი კიევში უკვე ოფიციალური თბილისის გადაწყვეტილებით არ დაბრუნდება I 06.07.2023
უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო დაიძაბა მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა 48 საათი მისცა უკრაინაში საქართველოს ელჩს თბილისთან კონსულტაციების გასამართად – ზელენსკი საქართველოსგან უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის გადაცემას ითხობს, რომელსაც „ რუსეთი კლავს საქართველოს ხელისუფლების ხელით“.
ევროპელი დემოკრატების პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე თვლის, რომ სააკაშვილის ფაქტორი მხოლოდ საბაბია საქართველოს ხელისუფლების მიმართ კიევის დამოკიდებულების გამოსახატავად.
„სავარაუდოდ, სააკაშვილს კიევს არ გადასცემენ. თბილისი არ დააბრუნებს თავის ელჩს კიევში – საელჩოს სტატუსი დაიწევს, რაც, თავის მხრივ, დიპლომატიურ ურთიერთობებს უკან დასწევს“, – აცხადებს ნიკოლოზ ვაშაკიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: