შვედეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ხდება, ხოლო უკრაინა ომის დასრულების შემდეგ, წევრობის სამოქმედო გეგმის გარეშე გახდება ნატოს წევრი – ალიანსის სამიტის დღის წესრიგში საქართველო წინასწარ არ უხსენებიათ.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარის, სალომე კანდელაკის შეფასებით, ნატო-საქართველოს ურთიერთობები შესუსტდა, თუმცა ალიანსისა და საქართველოს თანამშრომლობას შინაარსი არ დაუკარგავს.
კანდელაკის განცხადებით, ნატო-სთან თანამშრომლობის განვითარება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დღეს, როცა რუსეთის მოქალაქეთა დიდი რაოდენობით შემოდინება საფრთხეს უქმნის საქართველოს სახელმწიფოს.
სტუმარი: სალომე კანდელაკი, მკვლევარი, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: