აშშ ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა ჩაატარა მორიგი სოციოლოგიური კვლევა მოსახლეობის განწყობათა გამოსავლენად. კვლევითი სამუშაოები შეასრულა კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა (CRRC). კვლევა მრავლისმომცველია, ეხება ბევრ საკითხს, რომელთაგან მხოლოდ ნაწილს თუ გავწვდებით. პრიორტეტული პრობლემები, ქვეყნის განვითარების ხედვა, საქართველოს ორიენტირები საერთაშორისო სისტემაში, მოულოდნელად აქტუალიზებული და თითქოს მოულოდნელადვე მნიშვნელობადაკარგული საფიქრალები – ამას ეხება 26 იანვრის „ღია სტუდია“.
რესპონდენტი: კობა თურმანიძე, კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის ხელმძღვანელი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: