ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს უკვე გაისად, 2020 წლის სექტემბერში მიიღებს. თავდაპირველად სამ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხებიან სტუდენტები. ესენია: მათემატიკა, კომპიუტერული მეცნიერება და მენეჯმენტი. სასწავლო პროცესში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მთავარი პარტნიორი იქნება მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტი, თუმცა ლექტორები მოწვეული იქნებიან სხვა ქვეყნებიდან და მოწინავე უნივერსიტეტებიდანაც.
სტუმარი: ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე თევზაძე.