ღია სტუდია - მოლაპარაკებები ევროკავშირის შუამავლობით: კრახი თუ კომპრომისი?
რესპონდენტი: გიორგი რუხაძე, საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დაუშვა რიგგარეშე არჩევნების ალბათობა, როცა განაცხადა, რომ ოპოზიცია წააგებს ყველა არჩევნებს – ამბობს „ღია სტუდიის“ რესპონდენტი გიორგი რუხაძე. დღეს საქართველო დგას გზაჯვარედინზე: თუ კომპრომისი შედგება, საარჩევნო სისტემა, განსაკუთრებით, მაჟორიტარების არჩევის ნაწილში, შეიცვლება; ამ ქვეყანაში დასრულდება ორპოლუსიანობა, ძალიან გაძნელდება არჩევნების გაყალბება, სასამართლო გახდება დამოუკიდებელი. სანქციებს მარტივად ვერ დააწესებ, სანქციები ბოლო ზომაა, რომელსაც შეიძებ დასავლეთმა მიმართოს საქართველოს და მისი ლიდერების მიმართ. ამიტომ ჯერ შეიძლება სანქციები მხოლოდ ახსენონ. თუ „ქართული ოცნება“ დარჩება შეუვალი და მიმდიანრე მოლაპარაკებებში არანაირ კომპრომისს არ დაუშვებს, მისი შემდეგი სამიზნე იქნება მედია და სამოქალაქო საზოგადოება; ამის შემდეგ კი გავხდებით მთლიანად ავტორიტარული სახელმწიფო, რომელიც დაკარგავს დასავლეთის მზარდაჭერას. ან საქართველოს მოქალაქეები მიმართავენ სახალხო დაუმორჩილებლობას და ბრძოლას სხვადასხვა მეთოდებით დემოკრატიის შესანარჩუნებლად. აქ უკვე საზოგადოება გააკეთებს არჩევანს.“
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: