ღია სტუდია - მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისში I 13.12.2023
ღია სტუდია - მიწის სისტემური რეგისტრაცია თბილისში I 13.12.2023

თბილისში მიწის სისტემური რეგისტრაცია დაიწყო, თუმცა ეს პროცესი დედაქალაქის ყველა რაიონს არ შეეხება – განაცხადა გადაცემის სტუმარმა ანა მელაშვილმა.

რეგისტრაცია ძირითადად ჩატარდება ბოლო წლებში თბილისის დაქვემდებარებაში შემოსულ სოფლებში. მიწის სისტემური რეგისტრაცია მოსახლეობისთვის უფასოა, ყველა ხარჯებს სახელმწიფო ფარავს. ეს სამუშაო ქვეყნის მასშტაბით უკვე ორი წელიწადია მიმდინარეობს და ამ აქციის დამსახურებით, ქვეყნის ტერიტორიის 80%-ზე მეტს უკვე ოფიციალური მესაკუთრე ჰყავს.

სტუმარი: ანა მელაშვილი – ქონების რეგისტრაციის დეპარტამენტის მიწის სისტემური რეგისტრაციის სამსახურის უფროსი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: