მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია ძალზე მნიშვნელოვანი იყო ჩვენი ქვეყნისთვის. ამაზე ისიც მეტყველებს, რომ კონფერენციის მუშაობაში საქართველოს წარმომადგენლობითმა სამთავრობო დელეგაციამ მიიღო მონაწილეობა: პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ვინაიდან უსაფრთხოება იყო კონფერენციის მთავარი მიმართულება, განსაკუთრებით დატვირთული იყო თავდაცვის მინისტრის სამუშაო გრაფიკი. მან შეხვედრები გამართა ნატოს გენერალურ, მდივანთან, მის მოადგილესთან, რვა ქვეყნის: ფინეთის, საბერძნეთის, ლატვიის, კანადის, ბულგარეთის, რუმინეთის, ლიეტუვის, მონტენეგროს თავდაცვის მინისტრებთან.
სტუმარი: შორენა ლორთქიფანიძე – თავდაცვისა და უსაფრთხოების სამოქალაქო საბჭოს დამფუძნებელი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: