ღია სტუდია - როგორი სოციალური ფონია საქართველოში? უსახლკარობის პრობლემა. ბოლო წლების ტენდენციები
ღია სტუდია - როგორი სოციალური ფონია საქართველოში? უსახლკარობის პრობლემა. ბოლო წლების ტენდენციები

„ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარმა ტრაგედიამ სოციალური დაცვის სისტემის მთელი რიგი ხარვეზები გამოავლინა. გადაცემის სტუმარს მიაჩნია,რომ სახალხო დამცველისა და სამოქალაქო სექტორის აქტიურობის მიუხედავად, სახელმწიფომ ვერ მოახერხა რომ სოციალური დაცვის სისტემა ეფექტური გახადოს. ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა უსახლკარობა. სახელმწიფოს არ გააჩნია უსახლკარობის აღმოფხვრის პოლიტიკა – განაცხადა სტუმარმა. საჭიროა შესწავლა რა მიზეზით კარგავენ ჩვენი თანამემამულეები საცხოვრებელს, უნდა გვქონდეს მონაცემები, რეგიონების მიხედვით სად როგორი ვითარებაა და რა უნდა გაკეთდეს,რომ ოჯახები არ დარჩნენ უსახლკაროდ.“

სტუმარი: მარიამ ჯანიაშვილი – ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი EMC-ს პროექტის კოორდინატორი.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: