ღია სტუდია - მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს 2023 წელს
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებაზე ანგარიშს 2023 წელს მოამზადებს. მანამდე ცნობილი იყო, რომ რეკომენდაციების შესრულებაზე ანგარიში 2022 წლის დეკემბერში უნდა გამოქვეყნებულიყო.
დამოუკიდებელი ექსპერტი, წინა მოწვევის პარლამენტში ევროინტერგაციის კომიტეტის თავმჯომარე თამარ ხულორდავა ამბობს, რომ, სამწუხაროდ, ქვეყანამ ვერ გამოიყენა შანსი, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან ერთად მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი, რაც ევროკავშირის წევრობის მისაღებად აუცილებელია.
„საქართველოში ევროინტერგრაციის კუთხით ჯერ კიდევ განაცხადის გაკეთებამდე იყო დამძიმებული ვითარება. საქართველოში, რომელიც სამაგალითო იყო რეფორმების ჩატარების კუთხით, ბოლო წლებში ან საერთოდ შეჩერდა რეფორმების ტემპი ან გარკვეულ სფეროებში უკანდახევაც იყო დემოკრატიის კუთხით“ – ამბობს ის.
თამარ ხულორდავას აზრით, თუ პოლიტიკური პარტიები შესძლებენ თანამშრომლობის დაწყებას და პრობლემების მოგვარებაზე ერთად იმუშავებენ, 6 თვე სრულიად საკმარისი იქნება იმ რეკომენდაციების შესასრულებლად, რაც ევროპის საბჭოდან მიიღო ქვეყანამ.
სტუმარი: თამარ ხულორდავა, დამოუკიდებელი ექსპერტი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: