ღია სტუდია - მედეა ტურაშვილი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება I 01.06.2023
ევროპარლამენტში გამოსვლის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ფრთხილი ოპტიმიზმით განაცხადა, რომ სავარაუდოდ, საქართველო წლის ბოლოს მიიღებს კანდიდატის სტატუსს. პრეზიდენტის ამ ოპტიმიზმს ვერ იზიარებს ანალიტიკოსი მედეა ტურაშვილი, რომელიც ამბობს, რომ ბოლო თვეების განმავლობაში საქართველო ევროპას კიდევ უფრო დაშორდა. „თუნდაც ევროკავშირის ელჩების დემარში გავიხსენოთ – ფაქტია, ევროკავშირთან დაახლოების მსურველმა ქვეყანამ მაქსიმალურად უნდა გაიზიაროს ევროკავშირის პოლიტიკა და არ გადადგას ნაბიჯები რუსეთის მიმართულებით“, – ამბობს ის.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: