ღია სტუდია - მაიკ პომპეოს ვიზიტის გავლენა საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაზე
მაიკ პომპეოს საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობაზე საუბრისას, ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე რეგიონში შეცვლილ გეოპოლიტიკურ ვითარებას უსვამს ხაზს და ამბობს, რომ ყარაბაღის კონფლიქტის შედეგების გათვალისწინებით, საქართველოს, როგორც პროდასავლური ქვეყნის როლი აშშ-სთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. საქართველოს პრემიერის განცხადების კომენტირებისას, რომ „დადგა ამ რეგიონში შეერთებული შტატების გაძლიერებული წარმომადგენლობის მომენტი“ – ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ, საეჭვოა, უახლოეს ხანში საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების გახსნის საკითხი დადგეს დღის წესრიგში. ამავე დროს, მისი აზრით, მოვლენების სწრაფი და დინამიური ცვლილება აშშ-ისა და საქართველოს პარტნიორობას უფრო დინამიურს გახდის. „ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს, უნდა სამართლიანი არჩევნები თუ ახალი არჩევნები“ – თვლის ექსპერტი ირაკლი მელაშვილი, რომლის მოსაზრებითაც, საარჩევნო კოდექსისა და ადგილობრივი თვითმმართველობის რეალური ცვლილების გარეშე, არსებული სისტემა ყოველთვის იგივე შედეგს მოიტანს. მისივე აზრით, ოპოზიციის ბოიკოტი მხოლოდ ნაციონალურ მოძრაობას აძლევს ხელს და სხვა ოპოზიციურმა პარტიებმა კარგად უნდა გაიაზრონ, ასეთი გადაწყვეტილება რას მოუტანს მათ და მათ ამომრჩეველს.
სტუმრები: პოლიტოლოგი – ვახტანგ ძაბირაძე და ირაკლი მელაშვილი – ექსპერტი პოლიტიკურ საკითხებში [სატელეფონო ჩართვები]
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: