ლუკა სირაძის თვითმკვლელობას მოჰყვა ტრაგიზმითა და დრამატიზმით აღბეჭდილი სხვა არაერთი მოვლენა. ამ მოვლენათა ფონზე გამოიკვეთა პოზიციებიც: ერთნი ცდილობენ პასუხისმგებლობა სკოლას დააკისრონ, მეორენი ბავშვის სიკვდილში ერთმნიშვნელოვნად პოლიციის ბრალს ხედავენ. საქართველოს ხელისუფლებაში კი განაცხადეს, რომ ბავშვები გერმანიასა და ფინეთშიც იკლავენ თავს. იუსტიციის მინისტრი გამოვიდა წინადადებით, კერძო სკოლებიც დაექვემდებაროს უსაფრთხოების იმავე რეგულაციებს, რომელთაც საჯარო სკოლები მისდევენ. პოზიციებსა და პერსპექტივებში საორიენტაციოდ ღია სტუდიაში მოვიწვიეთ აღმოსავლეთი ევროპის უნივერსიტეტის პროფესორი, განათლების მკვლევარი შალვა ტაბატაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: