ვადამდელ არჩევნებთან მისასვლელი ლეგიტიმური გზა. არსებობს თუ არა ქვეყანაში ამის პოლიტიკური საფუძველი და ამისთვის რა სამართლებრივ ბერკეტს შეიცავს 16 დეკემბრიდან ამოქმედებული ქვეყნის უზენაესი კანონი.
„პრეზიდენტის ინსტიტუტი საქართველოში კვლავ წამყვან ორგანოდ რჩება. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში მისი სტატუსი არ შეცვლილა და ის კვლავ სახელმწიფოს მეთაურია. ის სახელმწიფოს პირველი პირი და თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალია. მას არ ააქვს უშიშროების საბჭო, რომელიც საომარი მდგომარების დროს იქმნება, თუმცა მას სწორედ პრეზიდენტი ხელმძღვანელობს. პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში, თუმცა ის არ არის, როგორც აქამდე იყო, უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო არენაზე“ – ავთანდილ დემეტრაშვილი
„პრეზიდენტის მიერ თანამდებობის პირების დანიშვნის კომპეტენციას კონსტიტუცია ორგანული კანონისკენ გვამისამართებს, სადაც ნათქვამია, რომ ცსკ-ოს 12 წევრიდან პრეზიდენტი მხოლოდ 5 -ს წევრს ნიშნავს. მას აქვს ასევე უფლება, ამ 12 წევრიდან თავმჯდომარის პოსტზე დასამტკიცებლად პარლამენტს სამის კანდიდატურა წარუდგინოს“ – ავთანდილ დემეტრაშვილი
„როგორც ძველი , ასევე კონსტიტუციის ახალი რედაქციით ვადამდელი საპარლამენტო არჩავნების დანიშვნა იოლი პროცედურა არ არის, თუ ამას უმრავლესობა არ დათანხმდება. ეს ხდება იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი მთავრობას ვერ დაამტკიცებს, რისი საფრთხეც დღეს არ არსებობს. ვადამდელი საპარლამენტიო არჩევნების ჩატარება მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი , თუ უმრავლესობის და ოპოზიციის შეთანხმებით გათამაშდება სქემა . კერძოდ, გადადგება მთავრობა და პარლამენტი ახალ შემადგენლობას მხარს არ დაუჭერს. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების სხვა შანსი ქვეყანაში არ არსებობს. ოპოზიციამ უნდა აიძულოს უმრავლესობა ეს ნაბიჯი გადადგას, სხვა კონსტიტუციური მექანიზმი არ არსებობს. ამ ეტაპზე ხელისუფლებას ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ხელს არ აძლევს . პირველი ტურის შედეგებიდან გამომდინარე მას გამარჯვების ნაკლები შანსი აქვს. ვადამდელი არჩევნები არც სხვა ოპოზიციური პარტიების ინტერესში შედის. დღეს ეს ხელს მხოლოდ ნაციონალებს მისცემდა“ – ვახტანგ ძაბირაძე
სტუმრები: ავთანდილ დემეტრაშვილი – კონსტიტუციონალისტი; ვახტანგ ძაბირაძე – კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი