სომხეთში 20 ივნისს ვადამდელი არჩევნები უნდა გაიმართოს. ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა უკვე დაადასტურა, რომ მზადაა აპრილში თანამდებობა დატოვოს, თუმცა როგორც თავად ამბობს არა სადმე წასასვლელად, არამედ არჩევნების ჩასატარებლად. ფაშინიანი ამ ნაბიჯით სომხეთში არსებული შიდაპოლიტიკური კრიზისის განმუხტვას ეცდება, თუმცა ოპოზიციის ნაწილი აცხადებს რომ ეს საკმარისი არ არის და მთიან ყარაბარში მარცხის შემდეგ ფაშინიანი საერთოდ უნდა ჩამოსცილდეს მმართველობას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:
