ღია სტუდია - დიასპორის  დღისადმი  მიძღვნილი  ფორუმი
ღია სტუდია - დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი

ხელისუფლების ყველა შტო ერთიანია დიასპორასთან დაკავშირებულ საკითხებში. ამის ნათელი დადასტურებაა დიასპორის დღისადმი მიძღვნილი ფორუმი, რომელიც სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში ორი დღის განმავლობაში იმუშავებს, რომლის გახსნაზეც ხელისუფლების ყველა შტოს პირველი პირები მივიდნენ და შეკრებილებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმაც მიმართა. სახელმწიფომ თანამემამულეებზე ზრუნვა ერთ-ერთ მთავარ მიზნად დაისახა და კონსტიტუციაშიც გაჩნდა სათანადო ჩანაწერი.

სატელეფონო ჩართვა: რატი ბრეგაძე – საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორი, ბექა ოდიშარია – პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.