ღია სტუდია - ირაკლი მელაშვილი - საქართველოს მომავალი დამოკიდებულია უკრაინაში ომის დასრულებაზე I 29.12.2022
2022 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი და, ამავე დროს, ტრაგიკული მოვლენების დასახელება ძნელი არ არის – ფაქტია, 24 თებერვლის შემდეგ, როცა რუსეთი თავს დაესხა უკრაინას, მსოფლიო ისეთი აღარ იქნება, როგორც ამ თარიღამდე იყო.
ანალიტიკოსი ირაკლი მელაშვილი ამბობს, რომ საქართველოში მოვლენების განვითარებაზე დიდი ზეგავლენას მოახდენს უკრაინაში ომის დასრულება.
„სამწუხაროდ, ახლა ისეთი სიტუაციაა შექმნილი, როცა რუსეთს ძალა არა აქვს თავდაცვის, უკრაინას კი შეტევის“, – ამბობს ის.
ირაკლი მელაშვილის აზრით, უკრაინის ომის შემდეგ ჩამოყალიბებული უსაფრთხოების ახალ სისტემაში საქართველომ თავისი ადგილი უნდა იპოვოს, რადგან პროდასავლურობა საქართველოს ბუნებრივი მდგომარეობაა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: