ღია სტუდია - გოგა ხატიაშვილი - აუცილებელია ოჯახური ძალადობის პრევენცია I 08.06.2023
თბილისის საქალაქო სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა ახალგაზრდა მამაკაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი მანქანაში ჯერ გაგუდა, შემდეგ კი ხევში გადააგდო. ეჭვმიტანილს 16-და 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება.
უფლებადამცველი და იურისტი გოგა ხატიაშვილი ამბობს, რომ აუცილებელია ოჯახური ძალადობის პრევენცია და არა მხოლოდ მომხდარზე რეაგირება. „ფემიციდი იმპულსური ქმედება არ არის. მთელი რიგი ქცევების შეიძლება იყოს ნიშანი, რომ მოძალადესთან გვაქვს საქმე“, – ამბობს გოგა ხატიაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: