ღია სტუდია - გიორგი მჭედლიშვილი - ევროკავშირის წევრობის სტატუსი არის შანსი, გახდე ევროპული სამყაროს ნაწილი I 09.11.2023
გუშინ, შუადღეს საქართველოში დასრულდა წელიწადზე მეტ ხანს მიმდინარე მწვავე დისკუსია, მიიღებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის სტატუსს. გუშინ ევროკომისიამ ევროპულ საბჭოს მიმართა რეკომენდაციით, საქართველოს მისცეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. საბოლოო გადაწყვეტილება 15 დეკემბერს იქნება მიღებული. სავარაუდოდ, საქართველოს ევროპის საბჭოს 27 წევრი სახელმწიფო წევრობის კანდიდატის სტატუსს მისცემს.
ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ ევროკომისია კარგად ფლობს ინფორმაციას საქართველოში არსებულ ვითარებაზე.
„ის, რომ ახალ დათქმებში გაჩნდა დეზინფორმაციასთან ბრძოლის რეკომენდაცია, ნიშნავს, რომ ბრიუსელში იციან, დეზინფორმაციის ტალღა მხოლოდ რუსეთიდან არ მოდის და, სამწუხაროდ, ხანდახან ის საქართველოშია“, – განაცხადა გიორგი მჭედლიშვილმა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: