ღია სტუდია - გიგა ჯოხაძე - საეჭვოა, რუსეთს და ჩინეთს ხანგძლივვადიანი სტრატეგიული ინტერესები აერთიანებდეთ I 23.03.2023
ღია სტუდია - გიგა ჯოხაძე - საეჭვოა, რუსეთს და ჩინეთს ხანგძლივვადიანი სტრატეგიული ინტერესები აერთიანებდეთ I 23.03.2023

ჰააგის სასამართლოს მიერ დაპატიმრების ორდერის გაცემის შემდეგ, იყო ვარაუდი, რომ ჩინეთის მესამედ არჩეული ხელმძღვანელი სი ძინპინი მოსკოვში დაგეგმილ ოფიციალურ ვიზიტს გადადებდა, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. დღეს განხილვის საგანია, რა შედეგს მიაღწიეს ორი ქვეყნის ხელმძღვანელებმა მოსკოვის შეხვედრისას.

ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარის გიგა ჯოხაძის განმარტებით, მხარეებს განსხვავებული მიზნები ქონდათ.

„სი ძინპინს მოსკოვში ვიზიტი უფრო შიდა პოლიტიკისთვის სჭირდებოდა – ჩინეთში ბევრია უკმაყოფილო მისი მესამე ვადით არჩევით და საგარეო პოლიტიკური წარმატება მისთვის მნიშვნელოვანია. პუტინს სურდა დემონსტრირება, რომ მის მიმართ დასავლეთის ნეგატიური დამოკიდებულების მიუხედავად, მას მაინც ჰყავს გავლენიანი პარტნიორი ჩინეთის სახით“, – ამბობს ის, თუმცა აქვე ამატებს, რომ ხანგძლივვადიანი სტრატეგიული ინტერესი ამ ორ დიდ ქვეყანას არ აერთიანებს.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: