ღია სტუდია - გიგა ჯოხაძე - ბელგოროდის მოვლენებს ფსიქოლოგიური გავლენა აუცილებლად ექნება I 25.05.2023
უკრაინაში 455 დღეა, ომი მიმდინარეობს და, როგორც ჩანს, საომარი მოქმედებები ნელ-ნელა რუსეთის ტერიტორიაზეც ინაცვლებს.
ამ ორი დღის წინ რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა ბელგოროდის ოლქზე თავდასხმა განახორციელა, რამდენიმე დასახლებული პუნქტი აიღო და კვლავ უკრაინის ტერიტორიაზე გადავიდა.
ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარის გიგა ჯოხაძის აზრით, ამ სამხედრო ოპერაციას რამდენიმე მიზანი ჰქონდა და ყველა ეს მიზანი წარმატებით იყო მიღწეული.
„ტაქტიკური მიზანი იყო რუსეთის მოსახლეობისთვის იმის ჩვენება, რომ რუსეთი საკუთარ საზღვარს ვერ იცავს. გარდა ამისა, რუსეთი იძულებული გახდა, უკრაინის ფრონტიდან თავისი ნაწილები ბელგოროდში გადაესროლა. ამ შეჭრისას განადგურდა სამხედრო საწყობები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, რუსეთის მოსახლეობამ და სამხედროებმა მძიმე ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღეს, როცა 700-მდე სამხედრომ ძალიან მარტივად ჩაატარა ეს ოპერაცია“, – ამბობს გიგა ჯოხაძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: