ღია სტუდია - გამოფენა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის შესახებ
ღია სტუდია - გამოფენა აფხაზეთში ქართველთა გენოციდის შესახებ
  • 24 მაისს საქართველოს მოქალაქეებს შეახსენეს აფხაზეთში ქართველების გენოციდი: საგამოფენო სივრცე „ხიდში“ იმართება სამდღიანი ინტერაქტიური გამოფენა „ბუჩამდე იყო აფხაზეთი“, რომელიც კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ამ დანაშაულის – გენოციდის დამამტკიცებელ ფაქტებს წარუდგენს. საქართველოს პროკურატურაში 90-ანი წლებიდან ინახება საქმე; ის ინახავს აფხაზეთში ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ მიმართული სასტიკი პოლიტიკის მტკიცებულებებს: თვითმხილველთა ჩვენებებსა თუ მკვლელობის ამსახველ ფოტოებს. სამართალი ამ მხრივ საქართველოსაც და უკრაინასაც საპოვნელი აქვს. ომი უკრაინაში, დღევანდელი კონიუნქტურა წარმოშობს შესაძლებლობას, რომ დამნაშავე სახელმწიფოს – რუსეთს ჯეროვანი სამართლებრივი და პოლიტიკური პასუხი მოეთხოვოს.

სტუმარი: მალხაზ პატარაია, პლატფორმა აფხაზთა კრება

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: