გაგრძელდება თუ არა შეზღუდვების გაუქმება – ეს მხოლოდ მოქალაქეების ქცევაზეა დამოკიდებული დღეს, 24 დეკემბერს პანდემიასთან დაკავშირებულით შემოღებული შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ჯანდაცვის ექსპერტის, აკაკი ზოიძის მოსაზრებით, დაახლოებით 2 კვირაში ნათელი იქნება, რამდენად დაიცავენ ადამიანები ქცევის წესებს – სწორად მოიხმარენ ნიღაბს და დაიცავენ სოციალურ დისტანციას. თუ ინფიცირების შედეგების ზრდა მცირე იქნება, სავარაუდოდ, 16 იანვრიდან შეზღუდვები ისევ მოიხსნება – იმუშვებს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სავაჭრო ობიექტები და ბაზრობები. აკაკი ზოიძის განცხადებით, კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ადამიანები გავუფრთხილდეთ ახლობლებს და ახალი წლის დღეებში ნაკლებად გვქონდეს კონტაქტი ახლობლებთან და მეგობრებთან. „მესმის, რომ ეს რთულია ჩვენი ცხოვრების წესის გათვალისწინებით, მაგრამ გაგრძელდება თუ არა შეზღუდვების გაუქმება თუ ინფიცირების რაოდენობის კრიტიკული ზრდის გამო, კვლავ ლოქდაუნის გამოცხადება გახდება საჭირო – ეს მხოლოდ მოქალაქეების ქცევაზე იქნება დამოკიდებული“ – ამბობს აკაკი ზოიძე.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: