ღია სტუდია - სპეციალურ საჭიროებათა მქონე, უსახლკარო და ღარიბი ბავშვები საქართველოში
ღია სტუდია - სპეციალურ საჭიროებათა მქონე, უსახლკარო და ღარიბი ბავშვები საქართველოში

საქართველოში 2084 საჯარო სკოლაა. სპეციალური საგანმანათლებო საჭიროების ბავშვებისათვის ბოლომდე ადაპტირებულია მხოლოდ 120 საჯარო სკოლა. საჯარო სკოლაში ასეთი ბავშვების ორი მესამედი დადის. პრობლემაა ადაპტირებული სასწავლო მასალები და სახელმძღვანელოები. 72 მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ 20-ში მიუწვდებათ ბავშვებს მათთვის განკუთვნილ პროგრამებზე. საერთოდ კი საქართველოში ზოგადის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს ბავშვების 28 პროცენტი, უკიდურესი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ – ბავშვების 7 პროცენტი. ექვსი თვიდან ორ წლამდე ბავშვების ნახევარი საკვები პროდუქტების რეკომენდებული რვა ჯგუფიდან იღებს მხოლოდ ხუთს. ბავშვების 27% იღებს მინიმალური კვების რაციონს. 1500 ბავშვი კი კვლავ დიდი ზომის ინსტიტუციებში ცხოვრობს, ოჯახური გარემოს ნაცვლად. დღეს თქვენს ყურადღებას შშმ, ღარიბი და უსახლკარო ბავშვებისკენ მივმართავთ.

რესპონდენტები: ლინა ღვინიანიძე, ადამიანის უფლებათ სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი. ნანა გოჩიაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში:

 

  

დატოვე კომენტარი