ღია სტუდია - გაეროს ტრიბუნიდან გაკეთებული გზავნილები და პრემიერის ამერიკული ვოიაჟი
„პრემიერმა გაეროს ტრიბუნიდან ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა. თანმიმდევრულად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით; მკაფიოდ მიმართა რუსეთს საქართველოს ტერიტორიიდან ჯარების გაყვანის შესახებ, პირდაპირ მიმართა აფხაზ და ოს თანამოქალაქეებს, რომ ერთად ვისარგებლოთ ყველა სიკეთით“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ
„რუსეთის აგრესიის მიმართ მსოფლიოს დამოკიდებულება კარგად გამოჩნდა გაეროს ასამბლეაზე“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ
„გაეროს რეფორმირების თემა დიდი ხანია დგას დღის წესრიგში. რუსეთის ვეტოს უფლება , რომელიც ბლოკავს მთელ რიგ თემებს, საკმაოდ რთული საკითხია. ვეტო უფრო პასუხისმგებლობით უნდა გამოიყენონ მისმა მფლობელებმა. ვეტოს მომხრეებს მიაჩნიათ, რომ ის აფერხებს ომებს“, – განაცხადა რეზი ქოიავა
„თბილისის ფორუმის გამართვა, რა ინიციატივითაც პრემიერი გაეროს ასამბლეაზე გამოვიდა, საკმაოდ რთული იქნება. თუმცა იმის გაჟღერება, რომ საქართველო მზად არის მსოფლიოში მშვიდობის ხელშეწყობაში შეიტანოს წვლილი , ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა რეზი ქოიავამ
სტუმარი: სოფო ქაცარავა – საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე
სატელეფონო ჩართვა: რევაზ ქოიავა – საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი