ფემიციდი, ქალთა მკვლელობა გენდერული ნიშნით, მხოლოდ ბოლო და უაღრესად სასტიკი ფაზაა ქალთა მიმართ დისკრიმინაციული და სასტიკი დამოკიდებულებისა.
2014 წლიდან წლევანდელი წლის ჩათვლით საქართველოში მოკლეს 190 ქალი სწორედ იმის გამო, რომ ქალები იყვნენ.
დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელის გოგა ხატიაშვილის აზრით, საქართველოს სახელმწიფო არ არის მგრძნობიარე ამ პრობლემისადმი, მას არ გააჩნია ჩამოყალიბებული პოლიტიკა ფემიციდის წინააღმდეგ და რაც აქვს, ის არაეფექტიანად მუშაობს.
საგულისხმოა, რომ საქართველოს სასამართლოებში გამამართლებელი განაჩენების უდიდესი ნაწილი მოდის საქმეებზე, რომლებიც ქალთა მიმართ ძალადობის, მათ შორის ოჯახური ძალადობის გამო აღიძრა.
სტუმარი: გოგა ხატიაშვილი – დემოკრატიისა და მმართველობის ცენტრის ხელმძღვანელი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: