„სომხეთმა უარი უთხრა გუშინდელ დღეს. შარშანდელი ნოემბრის ომის შემდეგ რეგიონში პოზიციები გაიძლიერა რუსეთმაც და თურქეთმაც. თურქეთის მიმართ სომხეთის განწყობა და პოლიტიკა აქამდე თითქმის უცვლელად არაკეთილგანწყობილი იყო. თურქეთს შეუძლია ბიძგი მისცეს ამ პოლიტიკის ცვლილებას, თუ სომხეთს სავაჭრო გზებს გაუხსნის“ – ზურაბ ბატიაშვილი, რონდელი ფონდის მკვლევარი.
„საარჩევნო კამპანია ერთმნიშვნელოვნად ემოციური იყო. ნიკოლ ფაშინიანი ამომრჩეველს ჰპირდებოდა ძველი პოლიტიკური ელიტის საბოლოოდ გარიყვას პოლიტიკიდან. ვერ იმუშავა სომხური ოპოზიციის პოლიტიკურმა კამპანიამ, რომელიც ამომრჩევლის დაშინებაზე იყო აგებული, თითქოსდა, ფაშინიანის გამარჯვების აზერბაიჯანი და თურქეთი მეტ საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყანას და მოქალაქეთა სიცოცხლეს. არ არის გამორიცხული, ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი, რომელიც მეორე ადგილზე გავიდა, არც შევიდეს პარლამენტში“- რეზო ქოიავა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: