ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ ევროპის კავშირი ფასილიტაციიდან მედიაციაზე გადადის საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების პროცესში. ამ განცხადებას ორიოდ საათში მოჰყვა პრემიერი მინისტრ ღარიბაშვილის შეხვედრა ოპოზიციასთან. მაგრამ შესაძლებელია კი კომპრომისი დღევანდელი კონფრონტაციის და პოლარიზაციის პირობებში? რა შინაარსი შეიძლება ჰქონდეს ორმხრივ დათმობას და რა რჯის ევროპის კავშირს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში ჩასართავად? შარლ მიშელის ვიზიტისა და მის შესაძლო შედეგების შესახებ საუბრობენ ღია სტუდიის რესპონდენტები: თორნიკე შარაშენიძე, საერთაშორისო ურთიერთობის პროფესორი, GIPA ; ნოდარ ხარშილაძე, სტრატეგიული ანალიზის ცენტრი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: