რამდენად საგანგაშო ნიშნულზეა ლარის კურსი, არსებობს თუ არა ინფლაციის საშიშროება , რამდენად აკონტროლებს ,პროცესებს ეროვნული ბანკი და მოსალოდნელია თუ არა პროცესებში მისი ჩარევა. რა ფორმით გეგმავს პარლამენტი და მთავრობა ეროვნული ვალუტის დასტაბილურებაში მონაწილეობას.
„იმპორტმა გადააჭარბა ექსპორტს 15 პროცენტით. შესაბამისად, 15 პროცენტით მეტი გამოდის უარყოფითი სავაჭრო ბალანსი. გაუფასურება დეკემბრის ბოლომდეა მოსალოდნელი . ლარი, სავარადუდოდ, 2.80-ზე დაფიქსირდება . ამის შემდეგ ლარის კურსი დამოკიდებული იქნება იმაზე, ეროვნული ბანკი რბილ თუ მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას გაატარებს. ეროვნულმა ბანკმა მეტი ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ რეალური ინფლაცია სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებს აჭარბებს.. მთავრობას ლიბერალური საგადასახადო მიმართულებით წასვლას ვურჩევდი“ – ვეფხია გიორგაძე
„ დღეს ბაზარზე დიდია სპეკულაცია და მოლოდინების ფაქტორი. აქედან გამომდინარე ლარის კურსის პროგნოზირება რთულია. დღეს საგარეო ფაქტორები, ისევე როგორც მაკროეკონომოკური მაჩვენებლები , პრობლემას არ ქმნის . ეროვნული ბანკი დღეს მაყურებლის როლში გვევლინება და აქტიურად არ ერევა. ბანკის პოზიციაა, რომ მას მხოლოდ ინფლაცია ეხება, რაც არასწორია. ლარის კურსი ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული , მათ შორის არჩევნების შედეგებსა და ეროვნული ბანკის ქმედებაზე . ეროვნულ ბანკს მოკლევადიანი ინსტრუმენტის გამოყენება შეუძლია, კერძოდ, მას შეუძლია რეზერვები გამოიყენოს და კურსი თავისი შეხედულებისამებრ ათამაშოს“ – ვახტანგ ჭარაია
სტუმარი: ვეფხია გიორგაძე – „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ პრეზიდენტ.
სატელეფონო ჩართვა: ვახტანგ ჭარაია – თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორი.