ღია სტუდია - არჩვენების მეორე ტური - ძალთა ახალი ბალანსი და შეცვლილი სტრატეგია
ღია სტუდია - არჩვენების მეორე ტური - ძალთა ახალი ბალანსი და შეცვლილი სტრატეგია

 შეცვლილი რიტორიკა – ხმებზე ნადირობა თუ რეალური გეგმები. იმუშავებს თუ არა ხელისუფლების მიერ გაგზავნილი სოციალური გზავნილები განაწყენებულ მოქალაქეებზე . დაგვიანებით შესმენილი ხალხის ხმა – რა ფასად დაუჯდება დაგვიანებული თვითკრიტიკა ბიძინა ივანიშვილს.

„ ახლა მიმდინარეობს არჩევნებზე არ მისული ელექტორატზე ნადირობა. პოლიტიკური სპექტრის კრიდტალიზაცია უკვე მოხდა. ახლა ოცნება იმ შეცდომებს აანალიზებს , რაც საზოგადოებისთვის უკვე დიდი ხანია თვალში საცემია. მთავარია რამდენად სწორად , გრძელვადიანად გაიწერება რეფორმები და შეცდომების გამოსწორების პროცესი“- გია აბაშიძე

„ კოჰაბიტაცია ნაციონალურმა მოძრაობამ ბოროტად გამოიყენა. ნაცმოძრაობის წევრები ხელისფლების დისკრედიტაციის მიზნით საზოგადოებას და საერთაშორისო თანამეგრობრობას ცრუ და გადაჭარბებული გზავილებს უგზავნიდნენ. შენელებულმა სამართლიანობის აღდგენამ ხელისუფლებისთვის უარყოფითად იმუშავა. ამ და სხვა ძალიან ბევრმა დაგროვილმა პრობლემებმა პირველი ტურის შედეგი განაპირობა“ – გია აბაშიძე

„ სასურველი იქნებოდა, ივანიშვილი თავად გვეხილა პრემიერ-მინისტრის სავარძელში , თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია. ძველი გვარდიიდან რეალური შემორიგება გამორიცხული არ არის. ყველაზე სუსტი რგოლი თავად პარტიაშია. რადიკალურად არის პარტიაში ცვლილებები განსახორციელებელი. ოცნებამ უნდა დაარწმუნოს თავისი ამომრჩეველი , რომ ის რეალურად შეძლებს რადიკალური ცვლილებების განხორციელებას “ – გია აბაშიძე

სტუმარი: გია აბაშიძე – ანალიტიკოსი