ღია სტუდია - დროა ნატომ აირჩიოს უფრო გაბედული პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში
ღია სტუდია - დროა ნატომ აირჩიოს უფრო გაბედული პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში

ბათუმში მიმდინარე საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია უმნიშვნელოვანესი პლატფოერმაა თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხების განხილვისთვის – აცხადებს თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი შორენა ლორთქიფანიძე. მისი თქმით, უკვე რამდენიმე წელია ნატო-ში მსჯელობენ შავი ზღვის რეგიონში სამოქმედო სტრატეგიის ჩამოყალიბებაზე. პრინციპში ნატო-ში ჩვენს რეგიონზე გამოკვეთილი ხედვა არ არსებობს, რადგან რუსეთის ფაქტორი აფერხებს მის ჩამოყალიბებას. დღეს უკვე დადგა რეალური აუცილებლობა, რომ ნატო-მ აირჩიოს უფრო გაბედული და მკაფიო პოლიტიკა შავი ზღვის რეგიონში. ბათუმში მიმდინარე კონფერენციის მსგავსი ფორუმები მნიშვნელოვანია ასეთი სტრატეგიის ჩამოსაყალიბებლად – განაცხადა ექსპერტმა უსაფრთხოების საკითხებში. რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარის კახა გოგოლაშვილის განცხადებით, ბათუმის კონფერენციის მონაწილეთა გამოსვლებიდან გასაგები გახდა, რომ თურქეთი შავ ზღვაში ნატო-ს გააქტიურებით მაინცდამაინც არ არის დაინტერესებული. თურქეთის აზრით, რაც უფრო მეტი იქნება ნატო-ს ძალების აქტიურობა შავი ზღვის რეგიონში, მით უფრო მაღალი იქნება კონფლიქტის რისკი. როგორც ჩანს, თურქეთი რუსეთთან უფრო რბილი დამოკიდებულების მომხრეა. ამავე დროს, კონფერენციის მონაწილეთა უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ ნატო-ს აქტიურობა შავ ზღვაში უნდა გაძლიერდეს. გოგოლაშვილის თქმით, კონფერენციაზე ხაზი გაესვა, რომ საქართველოსთვის ტოტალური თავდაცვის სისტემის ჩამოუყალიბებლობა ყველაზე სწორი მიმართულებაა. ექსპერტის შეფასებით, საინტერესო იყო მინისტრ ლევან იზორიას ანალიზი თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებზე – როგორ იცვლება ჩვენი სამხედრო დოქტრინა, გადავდივართ უფრო პატარა და მოქნილ ტაქტიკური ერთეულების გაძლიერებაზე. ხდება შეიარაღების მოდერნიზება, მცირდება პერსონალის ხარჯები და იზრდება შეიარაღების შესყიდვის ბიუჯეტის წილი.

სტუმარი: შორენა ლორთქიფანიძე – თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში სამოქალაქო საბჭოს წევრი

სატელეფონო ჩართვა: კახა გოგოლაშვილი – რონდელის ფონდის უფროსი მკვლევარი