დასავლეთის სახელმწიფოები არ გეგმავენ, ვლადიმერ პუტინს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცონ, თუმცა, მხედველობაში მიიღებენ არჩევნების შედეგს.
პოლიტილოგი გიორგი მჭედლიშვილი ამბობს, რომ მაღალი პროცენტით არჩევნებში გამარჯვება პუტინს თავისი საომარი პოლიტიკის ლეგიტიმაციისთვის სჭირდებოდა. მან ის რამდენიმე ოპოზიციონერი, ვინც ანტისაომარი პოლიტიკით გამოდიოდნენ, არჩევნებამდეც კი არ დაუშვა.
„მაინც მგონია, რომ 87 პროცენტიანი მხარდაჭერის შემდეგ. პუტინის პოლიტიკა კიდევ უფრო ხისტი გახდება, თუმცა, გამეხარდება, თუ ეს ასე არ მოხდა“, – გიორგი მჭედლიშვილმა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: