„დირსის“ შენობა ყველა დევნილმა ოჯახმა დატოვა და მათი საცხოვრებელი ფართობით უზრუნველყოფა უკვე დადგენილი წესით კვლავ გრძელდება. ივნისში, თბილისში 800 დევნილი ოჯახი მიიღებს ბინას. საპილოტე რეჟიმში დაიწყო კიდევ ერთი საინტერესო პროგრამა იმ დევნილთათვის, რომლებსაც აქვთ გარკვეული შემოსავლები და არ აქვთ ბინა. თუ თვითონ შეძლებენ 60 დოლარის შენატანის განხორციელებას ერთ კვადრატულ მეტრზე, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 350$ ით დაეხმარება.
სტუმარი: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ანალიტიკური სამმართველოს უფროსი დავით ფეიქრიშვილი.