ღია სტუდია - ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობა - რა ვითარებაა ამ მხრივ საქართველოში
საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევა სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდის და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ასევე იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ჩაატარა. კვლევა გასული წლის სექტემბერში დაიწყო და მთელი საქართველოს მასშტაბით 1578 ბავშვი მოიცვა, რომელთა ასაკი 2-7 წელია. საქართველოში ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბავშვთა სისხლში ტყვიის შემცველობა ყველაზე მაღალი აჭარის რეგიონშია.
სტუმარი: ეკა კანდელაკი – პედიატრი, მ.იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო. ამბულატორიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი .
სატელეფონო ჩართვით: ამირან გამყრელიძე – დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი.