ღია სტუდია - აზერბაიჯანის შეთავაზება საქართველოს: პასუხის მოლოდინში I 25.10.2022
დიდი ხნის პაუზის შემდეგ, საქართველოს აზერბაიჯანის პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით ეწვია.
აზერბაიჯანი აპირებს, ექსპორტზე, საერთაშორისო ბაზრებზე გაიტანოს ელექტროენერგია და ჩვენი მარშრუტი აუცილებლად გაივლის საქართველოს, – თქვა ილჰამ ალიევმა. ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს საშუალება და ვაპირებთ, 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გავიტანოთ თითქმის 20 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი“.
საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებლის, გიორგი რუხაძის აზრით, ერთობლივი ბრიფინგის მიხედვით, აზერბაიჯანის შეთავაზებებს საქართველოს მთავრობა დიდი ენთუზიაზმით არ დახვედრია, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ხელისუფლების რეაქცია მოლაპარაკებების კულისებს მიღმა დარჩა.
რუხაძის თქმით, ერთობლივ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერმა დაადასტურა მხოლოდ სრული მზაობა დაგეგმილ პროექტებთან მიმართებით. მისი აზრით, ამ ფორმულირების მიღმა უნდა ვიგულისხმოთ რუსეთის ინტერესების გათვალისწინების სურვილიც საქართველოს ხელისუფლებაში.
სტუმარი: გიორგი რუხაძე – საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელი
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: