ღია სტუდია - ალეკო სკრივენერი - საქართველოში ძალადობის ფაქტების გახშირება ყველას პასუხისმგებლობაა I 29.06.2023
გუშინ დასრულდა უკრაინაში დაწყებული ომის გამო, რუსეთისთვის გამოცხადებული სანქციების კოორდინაციის ოფისის წარმომადგენელთა ვიზიტი საქართველოში.
შეფასება ოპტიმისტური იყო – ითქვა, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ ქვეყანა რუსეთში სანქცირებული საქონლის გატანის ადგილად არ იქცეს.
„მთლიანობაში, დასავლეთის შეფასება დადებუთად უნდა ჩაითვალოს. განსაკუთრებით იმ განცხადებების ფონზე, რაც მანამდე კეთდებოდა საქართველოს ე.წ. შავ ხვრელად ქცევის შესახებ. მეორე მხრივ, რუსეთში სანქცირებული საგნების შეტანის კუთხით, საქართველოს მცირე შესაძლებლობები აქვს იგივე ყაზახეთთან და თურქეთთან შედარებით“ ამბობს დემოკრატიის საერთაშორისო უსაფრთხოების მკვლევარი ალეკო სკრივენერი.
მისივე აზრით, პოლიტიკოსთა მიერ ერთმანეთის მიმართ უსაფუძვლო ბრალდებების წამოყენება კიდევ უფრო ზრდის საზოგადოებაში არსებულ აგრესიას.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: