ღია სტუდია - ახალი ღვინის მეათე ფესტივალი თბილისში
ღია სტუდია - ახალი ღვინის მეათე ფესტივალი თბილისში

11 მაისს თბილისში, მთაწმინდის პარკში იმართება ახალი ღვინის მეათე ფესტივალი. ღვინის არა მასობრივი, არა ქარხნული წარმოების აღორძინება საქართველოში იწყება 21-ე საუკუნის ნულოვანი წლებიდან; ამასთან, ღვივდება და იზრდება ინტერესი ღვინის განათლების მიმართაც. თუ პირველ ფესტივალს, 10 წლის წინათ, ოციოდე მცირე კომპანია მართავდა, დღეს მონაწილეთა რიცხვი რამდენიმე ასეულია. ახალი ქართული ღვინისა და ახალი მეღვინეების დღევანდელ დღეს, ასევე აქამდე გამოვლილ გზას ეხება 10 მაისის ღია სტუდია.

სტუმარი: მალხაზ ხარბედია, ღვინის კლუბის დამფუძნებელი.