ღია სტუდია - პრეზიდენტი, მიტროპოლიტი, სარდალი: მოულოდნელი განცხადებები საქართველოს შესახებ
ღია სტუდია - პრეზიდენტი, მიტროპოლიტი, სარდალი: მოულოდნელი განცხადებები საქართველოს შესახებ

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატების სამხედრო ბაზის განთავსება საქარველოში რეკომენდებული არ არის. საქართველოს შეიარაღებული ძალების მეთაური ჩაჩიბაია ამბობს, რომ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველომ სამი სამოქალაქო ომი გადაიტანა. ურბნელი მიტროპოლიტი იობი კი ქადაგებისას მიანიშნებს, რომ საქართველო რელიგიური კონფლიქტის ზღვარს უახლოვდება და უნდა განვაცხადოთ, რომ ჰერეთი საქართველოა; ამასთან, აზერბაიჯანს შეახსენებს, რომ მისი ნავთობი და გაზი ექსპორტზე საქართველოში გამავალი მილსადენებით მიედინება. ქართულ პოლიტიკაში თითქოს ახალი, ხმაშეწყობილი ჰანგები მოისმა.

სტუმარი: დავით დარჩიაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი.