„1948 წლის 10 დეკემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დეკლარაცია, ასე, რომ საიუბილეო, 70-ე წელია ამ დეკლარაციის მიღებიდან. საქართველო ამ დღეს ადამიანის უფლებათა დაცვის მხრივ სერიოზული წარმატებებით ხვდება და ეს მხოლოდ ჩემი შეფასება არ არის. მსოფლიომ აღიარა ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით მიღწეული წარმატებები პენიტენციალურ სისტემაში, ჯანმრთელობის დაცვის სფეროში“, – განაცხადა ნიკოლოზ მჟავანაძემ.
სუმარი: ნიკოლოზ მჟავანაძე – უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე.