ღია სტუდია - 30 ოქტომბერს საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება
- ქართული ოცნება და ნაციონალური მოძრაობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურისთვის ემზადებიან. ორივე პარტია თავის გამარჯვებაში დარწმუნებულია.კონფლიქტოლოგ გიორგი კანაშვილის მოსაზრებით, სავარაუდოდ, მეორე ტურში გამარჯვება მაინც ქართულ ოცნებას დარჩება. მისი თქმით, ალბათ, გიორგი გახარიას პარტიის მხარდამჭერები მაინც ქართულ ოცნებას დაუჭერენ მხარს, რადგან, საეჭვოა, ისინი ნაციონალური მოძრაობის მიმართ ლოალურნი იყვნენ.გიორგი კანაშვილის შეფასებით, არჩევნებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ამომრჩეველი კვლავ მხოლოდ 2 დიდ პარტიას შორის აკეთებს არჩევანს და ე.წ. პატარა პარტიების წილი კვლავ მცირეა.„მოსალოდნელია, რომ 20 ოქტომბრამდე ქვეყანაში დაძაბულობის არსებული გრადუსი იქნება შენარჩუნებული. არჩევნების შემდეგ კი, თუ მხარეები შედეგით კმაყოფილები არ იქნებიან. დაძაბულობა კიდევ უფრო გაიზრდება. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყნის რეალური პრობლემები – იქნება ეს სოციალური ფონი თუ კოვიდ-პანდემიით გამოწვეული პრობლემები, კვლავ უყურადღებოდ დარჩება“ – ამბობს გიორგი კანაშვილი.
სტუმარი: კონფლიქტოლოგი გიორგი კანაშვილი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: