სახელმწიფოს რაც კი აქვს გაჩერებული და არ არის აქამდე ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში, ეტაპობრივად ყველაფერს შესთავაზებს ინვესტორებს. ეკონომიკის სფეროს მესვეურთა სურვილია, ყველგან შეიქმნას მეურნეობები, საწარმოები, სასტუმროები და რაც მთავარია, დასაქმდნენ ადამიანები. მართალია პროექტს 100 საინვესტიციო შეთავაზება ეწოდება, მაგრამ ეს უფრო პირობითია, ვინაიდან უკვე ამჟამად 117 ობიექტია საინვესტიციო ნუსხაში და მუდმივად მოხდება ამ ნუსხის შევსება. აუქციონებიც ერთდროულად გაიმართება ყველა ობიექტზე.
სტუმარი: ქეთევან კიკნაძე – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსი.
სატელეფონო ჩართვა: ვახტანგ ჭარაია – „სექტორი3“-ის ეკონომისტი, ეკონომიკის დოქტორი.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: