#ესტაფეტა - საქართველომ ევროპის საბჭოს სპორტის მინისტერიალს უმასპინძლა
მინისტერიალის ფარგლებში თბილისს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების სპორტზე პასუხისმგებელი მაღალი თანამდებობის პირები, საერთაშორისო სპორტული და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელები ეწვივნენ.
ღონისძიება ევროპის საბჭოს, EPAS-ის (გაფართოებული წილობრივი შეთანხმება სპორტის შესახებ) და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.
სტუმარი: შალვა გოგოლაძე – განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე.