პიკის საათი - პეკინი 2022 - #1TVSPORT
პიკის საათი - პეკინი 2022 - #1TVSPORT

4-20 თებერვალს ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ზამთრის ოლიმპიადა გაიმართება, რომელსაც საქართველოს პირველი არხი და ტელესკოლა ექსკლუზიურად წარმოგიდგენთ. პირდაპირი  ეთერის ყურება შესაძლებელია პირველი არხის აპლიკაციით #1TVPLAY.

ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს სახელით სპორტის სამი სახეობის (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა, ციგაობა) ცხრა სპორტსმენი წარდგება. აღსანიშნავია, რომ აქამდე ამ რაოდენობის სპორტსმენი ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს არ ჰყოლია.

წელს ქართველი მოციგურავეები, ისტორიაში პირველად გუნდური ოლიმპიური მედლებისთვისაც იბრძოლებენ.

სტუმარი: გიორგი თვალაბეიშვილი – საქართველოს პირველი არხის სპორტული მიმართულების ხელმძღვანელი.

წამყვანი: ნიკა ლობილაძე.

პროდიუსერი: ეკა ტალახაძე.

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: