დღეს პირველი არხის და ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის ხელმძღვანელებმა თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს. მემორანდუმის თანახმად, ძალოსნობის ფედერაცია, მის მიერ ორგანიზებული ღონისძიებების გაშუქების ექსკლუზიურ უფლებას პირველ არხს გადასცემს. მაუწყებელი კი, თავის მხრივ, ამ ტურნირებისა თუ სხვადასხვა ღონისძიების ტექნიკურ მხარდაჭერას, ასევე გაშუქებას უზრუნველყოფს.
სტუმრები: კახი კახიაშვილი – საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტი, გიორგი ასანიძე – საქართველოს ძალოსანთა ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი.