პიკის საათი - „დისნეი“ პირველი არხის პარტნიორია
პიკის საათი - „დისნეი“ პირველი არხის პარტნიორია

კომპანია „დისნეიმ“ (The Walt Disney Company) პირველ არხთან თანამშრომლობის კონტრაქტი  გააფორმა. პირველი არხი 2021 წლის იანვრიდან მაყურებელს  ორიგინალურ, ლიცენზირებულ, ოფიციალური კონტრაქტით შეძენილ პაკეტს შესთავაზებს. კონტრაქტით  349 ფილმის ჩვენებაა გათვალისწინებული. ანიმაციის გარდა, საქართველოს პირველი არხი მაყურებელს შესთავაზებს Disney-ს საოჯახო ფილმებს,  Lucasfilm-ის „ვარსკვლავურ ომებს“ (Star Wars), ასევე Marvel-ის და 20th Century Studios-ს საკულტო ფილმებს. კომპანია Disney-ს გარდა, ნაჩვენები იქნება ისეთი ცნობილი კომპანიების ფილმები, როგორებიც არის – Marvel, 20th Century Studios, Lucasfilm.  Marvel-ის ა და Star Wars-ის ფილმები ეთერში მრავალხმიანი დუბლირებით  გავა. მაყურებელს ასევე ექნება სიმღერების ქართული ვერსიების მოსმენის საშუალება, რაც უპრეცედენტო მოვლენაა ქართულ ტელესივრცეში.

იანვრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის მაყურებელი იხილავს „ოსკარის“, „გრემის“, „ბაფტას“, „ოქროს პალმის რტოს“, „ოქროს ლომის“, „ოქროს დათვისა“ და სხვა მნიშვნელოვანი ჯილდოების მფლობელ ფილმებს.

სტუმარი: თინათინ ბერძენიშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორი

გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: