სერიით – „აკრძალული მეხსიერება“ გამოიცა ქიზიყელი გლეხის, მიხეილ ნატროშვილის (1915-2000) მოგონებები. მეორე მსოფლიო ომში ტყვედ ჩავარდნილმა მიხეილმა ვერმახტის ლეგიონში დაიწყო სამსახური, ამის გამო 1945 წელს, სახლში დაბრუნებისას, შორეულ აღმოსავლეთში გადაასახლეს, სადაც შრომა-გასწორების კოლონიაში 7 წელი გაატარა. წიგნი უკვე ონლაინ – უფასოდაა ხელმისაწვდომი. ამ თემაზე გადაცემაში სატელეფონო ჩართვისას საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის წარმომადგენელმა, ისტორიკოსმა დავით ჯიშკარიანმა ისაუბრა.
გადმოწერე აპლიკაცია – 1TV საქართველოს რადიო და მოუსმინე რადიო გადაცემებს ლაივ რეჟიმში: