დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდელო ორგანო - დამფუძნებელი კრება [პირველი გადაცემა]
გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ მოისმენთ, რა ვითარებაში და როგორ ჩატარდა კრების არჩევნები, რომელი პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებრივი ჯგუფები იღებდნენ მონაწილეობას მასში და რომელი მათგანი შევიდა ამ პოლიტიკურ ორგანოში. რა იყო დამფუძნებელი კრების ძირითადი მისია, რა პრიორიტეტები იყო კრების მიერ საშინაო და საგარეო პოლიტიკის შემუშავებისას, ვინ იყო არჩეული კრების თავმჯდომარედ.
ყურადღება გამახვილებულია, რამდენი ქალბატონი იყო ამ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ორგანოს დეპუტატი და რომელ პოლიტიკურ პარტიებს წარმოადგენდნენ ისინი, რა და რა საპარლამენტო ფრაქციები და მუდმივი კომისიები მუშაობდნენ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში. რა მნიშვნელოვანი კანონები იქნა მის მიერ მიღებული, როგორი ინტელექტუალური პოტენციალის მატარებელი იყო ეს საკრებულო და რატომ უწოდა მას გამოჩენილმა ქართველმა ფილოსოფოსმა და ამავე კრების დეპუტატმა შალვა ნუცუბიძემ „საქართველოს ცნობიერების გვირგვინი“. გადაცემის დასკვნით ნაწილში ხაზია გასმული იმ დიდ როლზე, რაც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელმა კრებამ შეიტანა ქართულ პარლამენტარიზმის ტრადიციების შექმნასა და განვითარებაში და იმ დიდ ღვაწლზე, რაც მას მიუძღვის ქართული სახელმწიფოებრიობისა და ქართველი ხალხის წინაშე.
დამოუკიდებლობის 1028 დღე