დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მოქმედი პოლიტიკური პარტიები
დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში მოქმედი პოლიტიკური პარტიები

გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ მოისმენთ, საქართველოს სოციალ-დემოკრატიული, სოციალისტ-ფედერალისტური, ეროვნულ-დემოკრატიული და სოციალისტ-რევოლუციური პარტიები. მოთხრობილია, თუ რა გზა გაიარეს ამ პოლიტიკურმა პარტიებმა და როგორ მოხდა მათი ,,გაეროვნულება. ახსნილია, თუ რით იყო განპირობებული სოციალისტური მიმართულების და განსაკუთრებით სოციალ-დემოკრატიული პარტიის ასეთი პოპულარობა. გაანალიზებულია თუ რა ფაქტორებმა განაპირობა დამფუძნებელი კრების არჩევნებში სხვა პოლიტიკურ პარტიებთან შედარებით სოციალ-დემოკრატიული პარტიის ასეთი სერიოზული წარმატება. ყურადღება გამახვილებულია საქართველოს პოლიტიკური პარტიების როლზე ,,ინტერპარტიული საბჭოს” შექმნაში და აქცენტი გაკეთებულია თვითონ ამ საბჭოს მიერ გაწეულ სამუშაოზე, რაც მის მიერ საქართველოს პირველი ეროვნული ყრილობის მომზადებასა და ჩატარებაში გამოიხატა.

სტუმრები: ოთარ ჯანელიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და დიმიტრი შველიძე – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

დამოუკიდებლობის 1028 დღე