დამოუკიდებლობის 1028 დღე - ნოე რამიშვილი
დამოუკიდებლობის 1028 დღე - ნოე რამიშვილი

გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ გესაუბრებით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი კოალიციური მთავრობის თავმჯდომარეზე და შინაგან საქმეთა მინისტრზე, ქართული სოციალ-დემოკრატიის ერთ-ერთ აღიარებულ ლიდერზე, გამოჩენილ სახელწიფო და პოლიტიკურ მოღვაწეზე ნოე რამიშვილზე. მოგიყვებით, თუ სად მიიღო განათლება და რა გზა გაიარა ამ პოლიტიკოსმა ვიდრე ახლად დაბადებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელი გახდებოდა. გაგაცნობთ თუ ვინ იყო მისი მეუღლე და რამდენი შვილი ჰყავდათ. წარმოგიჩენთ თუ რა მიმართულებებს ხელმძღვანელობდა ის საქართველოს პირველი რესპუბლიკის მთავრობაში და რა რეფორმების გატარება შეძლო მან ამ სფეროებში. ხაზს გავუსვამთ მის დამსახურებას ქართული სახელმწიფოებრიობის განმტკიცების საქმეში. გავიხსენებთ თუ რას საქმიანობდა იგი იძულებით ემიგრაციაში ყოფნისას და რა როლი მიუძღვის მას საქართველოში 1924 წლის ეროვნული აჯანყების მომზადების საქმეში. ვეცდებით მსმენელს წარმოდგენა შევუქმნათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ,,რკინის მინისტრზე” და დავუხატოთ ამ ენერგიული და გავლენიანი პოლიტიკური ფიგურის პორტრეტი.

დამოუკიდებლობის 1028 დღე