დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი
დამოუკიდებლობის 1028 დღე - საქართველოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრი - აკაკი ჩხენკელი

გადაცემაში „დამოუკიდებლობის 1028 დღე“ მსმენელს წარვუდგინეთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამის, ახლად დაბადებული ქართული სახელმწიფოს პირველი საგარეო საქმეთა მინისტრის აკაკი ჩხენკელის პორტრეტი. შევეცადეთ წარმოგვეჩინა ის დიდი ღვაწლი, რომელიც პოლიტიკურ მოღვაწეს მიუძღვის საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების და პირველი რესპუბლიკის დაფუძნების საქმეში. მოისმენთ ამონარიდებს მის მიერ ბათუმიდან საქართველოს ეროვნული საბჭოს სახელზე გამოგზავნილი დეპეშებიდან, საიდანაც კარგად ჩანს მისი ურყევი პოზიცია და რწმენა გადაუდებლად საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის გამოცხადების აუცილებლობაში. საუბარია მის დიპლომატიურ მოღვაწეობაზე ემიგრაციაში. შეფასებულია აკაკი ჩხენკელის მიერ შეტანილი წვლილი ქართული სახელმწიფოებრიობის წინაშე.

დამოუკიდებლობის 1028 დღე